პენტაგონის პრესსპიკერი - ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

ირანის წინააღმდეგ ომში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერი შონ პარნელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის 7 ივლისიდან მოყოლებული, 100-მდე სამხედრო მოსამსახურეს გარკვეული ხარისხის დაზიანება ჰქონდა მიღებული, მათი 96% უკვე დაუბრუნდა მოვალეობის შესრულებას. ისინი მტკიცედ ბრუნდებიან ბრძოლაში. დაზიანებების დიდი უმრავლესობა მსუბუქი ტვინის შერყევა იყო“, - დაწერა პარნელმა.

აშშ-ის ომის სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურა New York Times-ის სტატიას, რომლის თანახმადაც პენტაგონმა ირანთან ომში ათობით ამერიკელი სამხედროს დაშავების შესახებ ინფორმაცია დამალა.

შონ პარნელმა მანამდე განაცხადა, რომ ომის სამინისტრო უარყოფს „უსაფუძვლო და მავნე ბრალდებებს დაშავებულთა რაოდენობის დამალვის შესახებ“.

„ეს არის აშკარა ტყუილი New York Times-ის პარტიული ჰაკერების მხრიდან, რომლებიც სასოწარკვეთილად ცდილობენ ამერიკის სამხედრო მოსამსახურისა და მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს