„ჰუსიტები“ საუდის არაბეთისთვის საზღვაო ბლოკადის დაწესებას გეგმავენ

ირანის მოკავშირე იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ საუდის არაბეთს საზღვაო ბლოკადას დაუწესებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბლოკადის გამოცხადების შემდეგ იემენში საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ ისინი „ჰუსიტებს“ ძალის გამოყენებით უპასუხებენ და ასევე დაიწყო დაცვის ზომების მიღება ბაბ ელ-მანდების სრუტეში მოძრავი გემებისთვის, რომელიც საუდის არაბეთის ნავთობის მთავარი საექსპორტო მარშრუტია მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დაიხურა.

ჰუსიტებმა განცხადება იმ ფონზე გააკეთეს, როცა თეირანი და ვაშინგტონი დიპლომატიის განახლებას აპირებენ თავდასხმების ციკლის შესაჩერებლად, რამაც თითქმის ჩაშალა გასულ თვეში ხელმოწერილი მყიფე დროებითი შეთანხმება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შუამავლებმა თეირანს წინადადებები წარუდგინეს, თუმცა უწყებას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს