კახა კალაძე - ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა სპეკულაციების მიზეზია - როცა მოკლე დროში მოდის დიდი ნალექი, მსგავსი მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის დიდ ქალაქებშიც - არაფერი არის საგანგაშო, ეტაპობრივად ყველაფერი მოწესრიგდება

როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან თბილისში მოსულ უხვ ნალექზე ისაუბრა და განმარტა, რომ მერია გზების რეაბილიტაციის დროს, პირველ რიგში, სანიაღვრე სისტემებს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.

ამასთან, კალაძის თქმით, ზოგი ადამიანი ყოველ ძლიერ წვიმას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

„გუშინდელმა ძლიერმა ნალექმა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე პრობლემები შეგვიქმნა. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ქუჩებზე, გამზირებზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და ახლაც გრძელდება ეს ყველაფერი, რათა მოწესრიგებული და დასუფთავებული იყოს ქუჩები. როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ, პირიქით, სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ა.შ. გვახსოვს, წინა წლების განმავლობაში გზებს ზედაპირულად აგებდნენ. ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის დროს პირველი, რასაც ვაკეთებთ,ესა არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განახლება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, თუმცა არაფერი არის საგანგაშო. ეტაპობრივად ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. სამწუხაროდ, ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანა პრობლემების დროულად მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის“,- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს