Axios - შუამავლებმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარუდგინეს

შუამავლებმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის 10-დღიანი შეწყვეტის შესახებ წინადადება წარუდგინეს, - ინფორმაციას Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ წინადადება აშშ-სა და ირანს კატარმა, ეგვიპტემ, პაკისტანმა და სხვა რეგიონულმა შუამავლებმა წარუდგინეს.

Axios-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „სწავლობს წინადადებას და ისრაელს მოუწოდა, თავი აარიდოს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც დიპლომატიურ ფანჯარას დახურავს“.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი ამავდროულად მოლაპარაკებების ჩავარდნისთვის ემზადება. აშშ-ის სამხედრო ძალებმა ბოლო დღეებში რეგიონში ათობით გამანადგურებელი და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი გაგზავნა, რითაც დიდი ესკალაციისთვის საჭირო ძალები შეკრიბა.

ისრაელელი წყაროების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ომის უახლოეს დღეებში შესაძლო გაფართოებისთვის და სრულმასშტაბიან, კოორდინირებულ სამხედრო კამპანიაში გადაზრდისთვის ემზადებიან.

„ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადება შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს, ხელახლა გახსნის ორმუზის სრუტის ორივე საზღვაო მარშრუტს და ვაშინგტონსა და თეირანს მისცემს შესაძლებლობას, გადაარჩინონ მათი ჩამოშლილი ურთიერთგაგების მემორანდუმი”, - წერს Axios-ი.

გამოცემის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს საპასუხო ზომები ჯერ არ დაუსრულებია.

„პრეზიდენტი ორიენტირებულია იმაზე, რომ ირანმა ფასი გადაიხადოს მემორანდუმის დარღვევისა და ჰორმუზის სრუტეში ტერორისტული აქტების გამო. გარდა ამისა, პრეზიდენტი ირანს აიძულებს გადაიხადოს ფასი ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. ეს დამანგრეველი დარტყმები გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტი სხვაგვარად არ გადაწყვეტს“, - განუცხადა ოფიციალურმა პირმა Axios-ს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა