კახა კალაძე - ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და მუშაობას უფრო გავაძლიერებთ, რომ დედაქალაქში პრობლემები არ იყოს

ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ დედაქალაქში პრობლემები არ იყოს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით თბილისის მერიის ცხელი ხაზი მუშაობს და შესაძლებლობის ფარგლებში, ყველას დაეხმარებიან.

„ცხელი ხაზი დღემდე მუშაობს. ნებისმიერ შემოსულ ზარს ვპასუხობთ და შესაბამის რეაგირებას ვახდენთ. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა წვიმამ იმიტომ, რომ დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები, იყო გარკვეული მიმართვიანობა სხვადასხვა რაიონებში. ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ყველას დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით. ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ დედაქალაქში პრობლემები არ იყოს. გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც მაგალითად, სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს, თუმცა ქუჩებისა და გამზირების უმეტესობაში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები არის ამორტიზებული, არის მოძველებული, ისეთი მდგომარეობაა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერს მოვაწესრიგებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება, რადგან ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები და პრიორიტეტები. შესაბამისად, ეტაპობრივად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე ლოკაციაზე ყველაზე მეტი პრობლემა შექმნა და ეს იყო: თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა, გურამიშვილის გამზირი, მარჯვენა სანაპირო და ერისთავის ქუჩა. თუმცა, კახა კალაძის განმარტებით, ყველაფერი ძალიან მალე მოწესრიგდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს