ლენტეხში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორია.

ამ დროისთვის გარე სამყაროს მოწყვეტილი არც ერთი სოფელი აღარ არის. სოფელ საყდართან მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა, რაც მოსახლეობის გადაადგილებას უზრუნველყოფს. პარალელურად გაგრძელდება დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები.

დღეს, სტიქიის ზონაში გეოლოგები ელოდებიან, რომლებიც ტერიტორიას შეისწავლიან და შეაფასებენ არსებულ მდგომარეობას.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია