ნიკა ჩერქეზიშვილი - დაზიანდა ავტომანქანები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზის საფარი - ამას ვერ უშველის უხმო „ლაივები“, ვერ უშველის პრეზენტაციები, პრესკონფერენციები, ამას სჭირდება რეალური მუშაობა

დაზიანდა ავტომანქანები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზის საფარი - ამას ვერ უშველის უხმო „ლაივები“, ვერ უშველის პრეზენტაციები, პრესკონფერენციები, ამას სჭირდება რეალური მუშაობა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა თბილისში უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერს, რომელიც აღნიშნულ პოზიციას მესამე ვადით იკავებს, საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ დედაქალაქში სანიაღვრე სისტემების საკითხი მოეგვარებინა.

„ვიდრე კახა კალაძე და თბილისის მერია საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ დაინახავს ყველა იმ პრობლემაში, რომელიც დღეს თბილისს აქვს, ჩვენ ამ სპირალიდან ვერ გამოვალთ. ამას ვერ უშველის უხმო „ლაივები“, ვერ უშველის პრეზენტაციები, პრესკონფერენციები, ამას სჭირდება რეალური მუშაობა და კახა კალაძეს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ის მესამე ვადით არის თბილისის მერი და ამაზე მეტი ვადა აღარ არსებობს. ამდენი წლის განმავლობაში უნდა მოეგვარებინა ის ამბავი, რომ თბილისს ყოველი წვიმის დროს სანიაღვრეების პრობლემა არ ჰქონდეს და უამრავი ადამიანი არ ზარალდებოდეს ღამით. დაზიანდა ავტომანქანები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზის საფარი და ეს ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ კახა კალაძე საკუთარ პასუხისმგებლობას არასდროს არ გრძნობს ყველა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც თბილისს აქვს და ის დამოკიდებულება, რომ ეს ყველგან ხდება და Google-ში მოგვაძებნინებს და გვანახებს, ასე ამ პრობლემას ვერ ეშველება. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოერკვნენ, უნდა გამოფხიზლდნენ და უნდა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა და მიხედონ ქალაქს, მიხედონ თბილისელებს, იმიტომ, რომ ამაში თბილისელები საკმაოდ დიდ თანხებს იხდიან“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა