FBI-ის დირექტორი, კაშ პატელი რუსეთში ვიზიტს გეგმავს

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კაშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ Politico წერს.

Politico-ს ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, პატელის ვიზიტი რუსეთში 14-15 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ის ჯერ მოსკოვში გაჩერდება, შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგს ეწვევა. ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, პატელი რუსეთის

უსაფრთხოების სამსახურს (FSB) ეწვევა.

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა პატელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ან რომელიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს