უკრაინის პრემიერი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი მიმოხილვა დაასრულა, რაც უახლოეს დღეებში საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაახლოებით 690 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მიღების საშუალებას იძლევა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერგეი კორეცკიმ განაცხადა.

„მარტის ბოლოსთვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა რაოდენობრივი შესრულების კრიტერიუმი და საორიენტაციო მიზანი შესრულებული იყო. განხილვის პროცესის ფარგლებში შეთანხმება მიღწეულ იქნა სტრუქტურული რეფორმების განხორციელების განახლებულ ვადებსა და პროგრამის შემდგომი განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებზე“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობა გეგმავს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული რეფორმების განხორციელების დაჩქარებას.

დახმარების ახალი პაკეტის გათვალისწინებით, უკრაინისთვის ახალი EFF პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების საერთო ოდენობა დაახლოებით 2.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს