„ძლიერი საქართველო - ლელო“ - ერისიმედი ხელისუფლების ყურადღების მიღმაა - ყოველი ადიდებული მდინარე სოფელს იზოლაციაში ტოვებს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, პარტიის ლიდერებთან, ფიქრია ჩიხრაძესთან და ოთო ფარულავასთან ერთად, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ ერისიმედში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ინფორმაციას „ძლიერი საქართველო- ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრების მთავარი გამოწვევა მდინარის ადიდებაა, რომელიც ყოველი ძლიერი ნალექის შემდეგ კალაპოტიდან გადმოდის, აზიანებს სოფლის ერთადერთ დამაკავშირებელ გზას და იტბორება საცხოვრებელი სახლები და ეზოები.

„მოსახლეობის თქმით, ეს პრობლემა წლებია გრძელდება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი და გრძელვადიანი პრევენციული ღონისძიებები დღემდე არ განხორციელებულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი სტიქიის დროს სოფელი პრაქტიკულად მოწყვეტილია გარე სამყაროს, გადაადგილება რთულდება, ზარალდებიან ოჯახები, ზიანდება ინფრასტრუქტურა, ხოლო ადამიანებს მუდმივად უწევთ იმის შიში, რომ მორიგი წვიმა მათ საცხოვრებელს კიდევ ერთხელ დატბორავს. მოსახლეობის შეფასებით, ხელისუფლების რეაგირება მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება. მათი თქმით, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია და სოფელი სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება. სასაზღვრო სოფლის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მათ მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში იხსენებს, მაშინ როცა უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია