რუმინეთის პრეზიდენტი - ქვეყნის სანაპიროსთან ახლოს პროპანის გადამზიდ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა - ეს, დიდი ალბათობით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული უკანონო აგრესიის ნაწილია

რუმინეთის ტერიტორიულ წყლების ფარგლებს გარეთ, რუმინეთის სანაპიროდან დაახლოებით 20 საზღვაო მილის დაშორებით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ პროპანის გადამზიდ ტანკერზე, Gas Lisbon-ზე, თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ინციდენტიდან მალევე, ადგილზე გაემგზავრა ზღვაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის სააგენტოს ორი გემი და ეკიპაჟის წევრების, მათ შორის სამი დაშავებულის, ევაკუაცია განხორციელა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე გაგზავნილი საბუქსირე გემი უზრუნველყოფს, რომ გემი არ გადაადგილდეს და საფრთხეს ნავიგაციის უსაფრთხოებისთვის საფრთხე არ შექმნას.

„სახელმწიფო ინსტიტუტები მზადყოფნაში არიან და გაარკვევენ ამ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებულ გარემოებებს, მიზეზებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული უკანონო აგრესიის ნაწილია. გემი ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის პორტიდან გავიდა და უკრაინის ქალაქ რენის პორტისკენ მიემართებოდა“, - აცხადებს რუმინეთის პრეზიდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს