ანდრეი სიბიგა - ჩეხ კოლეგას რუსეთის ბალისტიკური ტერორის გაძლიერების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე

პროდუქტიული საუბარი მქონდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტრ მაჩინკასთან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ჩეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკრაინისადმი ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის, მათ შორის PURL ინიციატივაში დაახლოებით 7 მილიონი დოლარის შენატანისა და

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის.

„ვაცნობე ჩემს კოლეგას რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბალისტიკური ტერორის გაძლიერების და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ განადგურების შესახებ, რადგან მას არ შეუძლია ბრძოლის ველზე სტრატეგიული მიზნების მიღწევა. უკვე ვმუშაობთ მომავალი ზამთრის სეზონისთვის უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, ამ კონტექსტში განიხილეს უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის შემდგომი დახმარების გაწევა და ჩეხეთის ბიზნეს სექტორის ჩართულობა ქვეყნის აღდგენისა და რეკონსტრუქციის ძალისხმევაში.

„ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივად სასარგებლო თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავაღრმაოთ უკრაინა-ჩეხეთის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკეთილდღეოდ“, - აცხადებს სიბიგა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს