დიმიტრი პესკოვი - სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმისთვის ტარდება, რომ უკრაინაში ნატო-ს ჯარები არ იყვნენ

სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმისთვის ტარდება, რომ უკრაინაში ნატო-ს ჯარები არ იყვნენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საკუთრივ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმის უზრუნველსაყოფად ტარდება, რომ უკრაინაში ნატო-ს არანაირი ჯარი არ იმყოფებოდეს“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, უკრაინაში უცხო ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების განლაგება რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია.

„ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მსგავს ქმედებებს ვერ დავუშვებთ“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს