იორდანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, 5 ირანული დრონი ჩამოაგდეს

იორდანიის სამეფოსკენ გასროლილი 5 ირანული უპილოტო დრონი „ნეიტრალიზებულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი იორდანიის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დრონების ნეიტრალიზება ეფექტიანად და ზუსტად განხორციელდა, ოპერატიული მოთხოვნებისა და დადგენილი თავდაცვითი პროცედურების შესაბამისად. ოპერაციას მსხვერპლი ან მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია,’’ - განაცხადა იორდანიის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის წარმომადგენელმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ბოლო დღეებში იორდანია ირანის სამიზნე რამდენჯერმე გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს