რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს - 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მართვადი ბომბებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის, განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები და ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსებმა მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, სადაც პირველიდან მეშვიდე სართულის ჩათვლით ბინებში ხანძარი გაჩნდა.

„სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია ორი გარდაცვალების ფაქტი. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. ასევე არიან დაშავებულები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს