Financial Times - დონალდ ტრამპმა შესაძლოა ახალი ტარიფები შემოიღოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა ახალი ტარიფები შემოიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე მიმდინარე კვირას დაახლოებით 60 ქვეყნისთვის შეიძლება ახალი ტარიფები შემოიღოს, რაც 10-12.5%-ს შეადგენს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ახალი ტარიფები მოქმედ ტარიფებს ჩაანაცვლებენ, რომელთა ვადა მიმდინარე კვირის ბოლოს იწურება. მოქმედი ტარიფები კი 10%-ს შეადგენს.

გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლი 1974 წლის ვაჭრობის შესახებ კანონის 301-ე მუხლზე გამოძიების შედეგებს გამოიყენებს, რაც მას უზენაესი სასამართლოს მიერ შემოღებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას მისცემს. ახალი ტარიფები იძულებით შრომაზე გამოძიების შედეგებს დაეფუძნება.

ცნობისთვის, 2026 წლის დასაწყისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო “საპასუხო” ტარიფები, რომლებიც ტრამპმა 2025 წლის აპრილში შემოიღო. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით გადავიდა 10%-იან უნივერსალურ ტარიფებზე.

ქვეყანათა სიაში, რომლებსაც ეხება აშშ-ის სავაჭრო გამოძიება, შედიან: ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, ტაივანი, მალაიზია და შვეიცარია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს