ილჰამ ალიევმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანში რუს და გერმანელ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, თუმცა ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ "შეხვედრაზე არაფერი იცის"

აზერბაიჯანში რუს და გერმანელ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის საიდუმლო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გზები იყო.

“ჩვენი ტერიტორია გამოყენებულ იქნა ასეთი შეხვედრისთვის ჩვენი ცოდნის გარეშე. დეტალების კომენტირება არ შემიძლია, ვინაიდან, შეხვედრას არ ვესწრებოდით. მაგრამ რეისების შესახებ მონაცემები საშუალებას მაძლევს ვთქვა, რომ ბაქოში საიდუმლო შეხვედრა ნამდვილად გაიმართა”, - განაცხადა ალიევმა.

მედიის ინფორმაციით, არაოფიციალურ გერმანულ დელეგაციაში შედიოდნენ ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, რონალდ პოფალა და ბრანდენბურგის მხარის ყოფილი ხელმძღვანელი, მატიას პლატცეკი. რუსულ დელეგაციაში შედიოდნენ: სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში რუსეთის საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელი, ვალერი ფადეევი და პუტინის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ვიქტორ ზუბკოვი, რომელიც ამჟამად “გაზპრომის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს.

“თუ ეს შეხვედრა მიმართული იყო რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებისკენ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას”, - განაცხადა ალიევმა და აღნიშნა, რომ შეხვედრა 12-14 ივლისს გაიმართა.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მის მთავრობას ამასთან არანაირი შეხება არ გააჩნია.

“არაფერი არ ვიცი ამ შეხვედრაზე”, - განაცხადა მერცმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა