პატრიარქისა და კულტურის მინისტრის შეხვედრაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილეს

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მისი თანმხლები პირები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს. საპატრიარქოს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფის წევრების მიერ ერთობლივად დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. პატრიარქის კურთხევით, უახლოეს ხანში ჯგუფის მუშაობის გეგმა განიხილება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხეიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს