აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა წარმატებით განახორციელა, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„CENTCOM-ის აქტივებმა ირანის სამხედრო ოპერაციების ცენტრებს, საზღვაო შესაძლებლობებს, თვითმფრინავების ანგარებს, დრონების საწყობებსა და სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში“, - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანმა ბოლო სამი თვის განმავლობაში სრუტეში გამავალ 30-ზე მეტ კომერციულ გემს შეუტია, მაგრამ ირანის აგრესიის მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე კომერციული გემების ტრანზიტისთვის ღია რჩება.

„მაისის დასაწყისიდან CENTCOM-მა 900-მდე კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანზიტს შეუწყო ხელი“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ირანული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. ამასთან, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „აშშ-ის დასასჯელად“ გამთენიისას თავდასხმების ტალღა დაიწყეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა