პიტ ჰეგსეთი - ირანთან ომი შეერთებულ შტატებს 37.5 მილიარდი დოლარი დაუჯდა

­

­

აშშ-ის ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანთან ომი შეერთებულ შტატებს 37.5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.

CNN-ის ინფორმაციით, "დემოკრატმა" სენატორმა დიკ დურბინმა საბიუჯეტო მოსმენის დროს მინისტრს ჰკითხა, ელის თუ არა ის, რომ ხარჯები გაიზრდება ახლა, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფაქტობრივად დასრულდა, რაზეც ჰეგსეთმა უპასუხა, რომ 37.5 მილიარდი დოლარიდან ნაწილი ფისკალური წლის ბოლომდე დაფარავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ჯარისკაცების კვება.

ამასთან, მისი თქმით, ირანს დახმარებას უწევს როგორც რუსეთი, ასევე ჩინეთი. ისინი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის გარკვეულ ქმედებას ომში.

„ბევრი გზა არსებობს ამის შესაჩერებლად და მისი სიღრმე და მასშტაბი გასაიდუმლოებული უნდა დარჩეს. თუმცა არსებობს გზები, რომლითაც ორივე ეს ქვეყანა, სხვადასხვა დონეზე, ირანის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ ქმედებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა აშშ-ის ომის მინისტრმა „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯონ ჰოევენის, კითხვის საპასუხოდ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა