ამერიკელი გენერალი - ცოტა ხნის წინ პირველი საჰაერო ბრძოლის მოწმე გავხდით, რომელშიც უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო - მსურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და არ მიმაჩნია, რომ რუსები ჩვენი მეგობრები არიან

უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა კონგრესში მოსმენისას განაცხადა.

„მსურს ხაზი გავუსვა იმ წარმოუდგენელ სამუშაოს, რომელსაც უკრაინის სამრეწველო ბაზა საკუთარი შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით ასრულებს. ეს მოიცავს ყველაფერს, როგორც მიწა-ჰაერის კლასის, ისე ჰაერი-ჰაერის კლასის შესაძლებლობებს“, - განაცხადა დენ კეინმა.

მისი თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჰაერში ბრძოლისას ჩამოაგდო.

„ცოტა ხნის წინ პირველი საჰაერო ბრძოლის მოწმეები გავხდით, რომელშიც უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ბოლო წლების განმავლობაში უკრაინამ პარტნიორების მხარდაჭერით თავისი რამდენიმე დონისგან შემდგარი თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გააძლიერა“, - აღნიშნა გენერალმა კეინმა.

სენატორების კითხვაზე, რუსეთსა და უკრაინის ომში ვისი გამარჯვება სურს, კეინმა უპასუხა, რომ უკრაინის.

„მსურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, - უპასუხა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ.

ასევე, კიდევ ერთ შეკითხვაზე, არის თუ არა რუსეთი აშშ-ის მეგობარი, კეინმა აღნიშნა, რომ „ისინი მეგობრები არ არიან“.

„ვფიქრობ, ეს რთული ურთიერთობაა. არ მიმაჩნია, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან“, - აღნიშნა დენ კეინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა