ირანი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად განწყობილი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
„პრობლემა, რომლის წინაშეც ახლა ვართ, არის ის, რომ ისინი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად განწყობილი არ არიან. თუ თქვენ ამას სერიოზულად ეკიდებით, მაშინ ჩვენც სერიოზულად ვეკიდებით. ხოლო თუ არა, მაშინ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საკუთარი და ჩვენი მოკავშირეების ინტერესები დავიცვათ“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
ასევე, მისი თქმით, ირანს სამართლებრივი უფლებამოსილება არ აქვს, რომ ჰორმუზის სრუტე გააკონტროლოს.
„ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ძალიან საშიშ პრეცედენტს შევქმნით თუ ერთი სახელმწიფო საზღვაო ნავიგაციის კონტროლს და გადასახადების დაწესებას შეძლებს. ეს პრეცედენტი შესაძლოა მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც განმეორდეს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.