სასამართლომ აქტივისტი ბადრი შუბლაძე, სოციალურ ქსელში, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის შეურაცხყოფისთვის 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქტივისტი ბადრი შუბლაძე, სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეურაცხყოფისთვის 2000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

„ჩემს კომენტარში მას ღორი ვუწოდე, რომ ის არაქართველია, რომ ის „ღრუზინიც“ არ არის, ის არის პირწავარდნილი „ღრუსი“. მგონია, რომ ჯაღმაიძისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ღორი უფრო შეურაცხყოფილია, რომ ჯაღმაიძის გვერდით ვახსენე, არ შეიძლება სამღვდელოების წარმომადგენელი მილიონერი იყოს და უსაშველო ქონებას ფლობდეს.

ერთი კვირის ვადა მომცეს და არ ვიცი 1 კვირაში პენსიონერმა, რომელსაც პენსია 500 ლარი მაქვს, როგორ უნდა მოვაგროვო?“,- განაცხადა ბადრი შუბლაძემ.

საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა