2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდა

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“გამოცდის მიმდინარეობას თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი აკვირდებოდა. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდებზე 94%-მდე გამოცხადდა.

უკვე გაიმართა სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, რომელშიც რეგისტრირებულთა 79%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

23–24 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება. საგამოცდო პროცესი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კვლავ გრძელდება. ბოლო გამოცდა 29 ივლისს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდება, რითაც 2026 წლის საგამოცდო პროცესი დასრულდება”, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა