სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების (Animal Project, Zero Strays Georgia, Peteasy, “ცუკა” ფონდი, „სამართალი ცხოველებისთვის“) მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას ან არსებული ფაქტების დამახინჯებასა და არცოდნას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღსანიშნავია, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა, სწორედ იმ 5 კომპონენტის გათვალისწინებით დაიგეგმა და უკვე ხორციელდება, რომლებსაც ხსენებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, მოთხოვნის სახით აყენებენ.
„პროგრამის შემუშავების პროცესში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური მოწვევით, ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელსაც 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს ცხოველთა კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სფეროში. იგი არის ICAM-ის (International Companion Animal Management Coalition) მმართველი საბჭოს წევრი, FAO-სა და TAIEX-ის ექსპერტი, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს RSPCA-ის საერთაშორისო პროგრამებს ევროპისა და კავკასიის რეგიონში.
უფრო კონკრეტულად:
შესაბამისად, ის ცრუ ბრალდებები და ფაქტების დამახინჯება, რომელიც ვრცელდება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობას მოკლებულია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია Animal Project-ის თანადამფუძნებელმა ნათია ჩიქოვანმა გუშინ ბრიფინგზე ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების სახელით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოში უკონტროლო გამრავლების შედეგად იმაზე გაცილებით მეტი ძაღლი და კატაა, ვიდრე მათი აყვანის მსურველი ადამიანია ქვეყანაში.
ნათია ჩიქოვანმა პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთ აპრობირებულ გზად 5 კომპონენტის ერთდროულად და ეფექტიანად ამუშავება დაასახელა, რაც მათ შორის მოიცავს მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების დათვლას და მათ სტერილიზაცია-კასტრაციას.