უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელად იგორ სკიბიუკი დაინიშნება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„განვსაზღვრეთ მოქმედების კურსი. დღეს ოფიციალურად დამტკიცდება გადაწყვეტილებები უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ; მზადდება შესაბამისი ბრძანებულებები. მიხაილო დრაპატისთან და ევგენ ხმარასთან ერთად განვსაზღვრეთ, რომ გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი, დიდი გამოცდილების მქონე სამხედრო პირი, რომელთანაც ახალი მთავარსარდალი მხარდამხარ იცავდა უკრაინას, გახდება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი არმიის ყველა კომპონენტი განაგრძობდეს სრულყოფილ ჰარმონიაში ფუნქციონირებას. ასევე, ერთობლივად განვსაზღვრეთ, თუ როგორ გააგრძელებენ ალექსანდრე სირსკი და ანდრეი გნატოვი ჩვენი სახელმწიფოს დაცვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, იგორ სკიბიუკი, რომელიც მანამდე საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაური იყო, 2025 წლის ივნისში გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე სკიბიუკი ანდრეი გნატოვს ჩაანაცვლებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში