პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ ადევნება) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში