ვერაზე, სადაც სროლა იყო, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, ტყვიებით დაზიანებული ავტომობილია გაჩერებული და ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული

ვერაზე, შანიძის ქუჩაზე, სადაც სროლა იყო, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

პოლიცია შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს. შანიძის ქუჩაზე 4-5 სხვადასხვა მონაკვეთი სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.

საგამოძიებო მოქმედებები ტარდება შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზეც, სადაც გაჩერებულია „ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილი. მანქანას რამდენიმე ტყვიის კვალი ეტყობა.

ადგილობრივების განცხადებით, სროლის შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა