„მსოფლიო თავისუფლების კონგრესი” - ვახო სანაიას დაპატიმრება კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია გამოხატვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელ მედიაზე „ქართული ოცნების” ავტორიტარული რეჟიმის თავდასხმაში

ვახო სანაიას დაპატიმრება კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია გამოხატვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელ მედიაზე „ქართული ოცნების” ავტორიტარული რეჟიმის თავდასხმაში. შესაბამის განცხადებას „მსოფლიო თავისუფლების კონგრესი” ავრცელებს.

„ქართველ ჟურნალისტს, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს “ფეისბუქის” პოსტისთვის - კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია გამოხატვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელ მედიაზე “ქართული ოცნების” ავტორიტარული რეჟიმის თავდასხმაში.

ასე გამოიყურება ავტორიტარული რეჟიმების სახელმძღვანელო: ჟურნალისტების დაპატიმრება, კრიტიკოსების გაჩუმება, გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზაცია, და კანონის იარაღად გამოყენება თავისუფლების წინააღმდეგ. მსოფლიო გვერდში უნდა დაუდგეს საქართველოს ჟურნალისტებს და ყველას, ვინც დემოკრატიას იცავს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ