ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულების შესახებ წინადადებებს ამერიკელებთან უახლოეს მომავალში განვიხილავთ

ომის დასრულების შესახებ წინადადებებს ამერიკელებთან უახლოეს მომავალში განვიხილავთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბრისას ომის დასრულების საკითხი განიხილა.

„ამერიკელებთან რამდენიმე იდეის შესაძლებლობის შესახებ ვისაუბრეთ. ეს იდეები გუშინ მოკლედ წარმოადგინეს. შესაბამისი წინადადებები მივიღე, რომლებსაც ამერიკელებთან განვიხილავთ. შევეცდები, ეს უახლოეს მომავალში გავაკეთო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრება და დონალდ ტრამპთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ