რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა - ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის მიმართ სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია.

კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს თანახმად, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში.

“ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და 1 ფიზიკურ პირს ნავთობის სექტორში, მათ შორის 3 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში, ასევე, მსხვილ ბელარუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და კომპანიას, რომელიც რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის შეიქმნა.

დამატებით, [სანქციების] პაკეტი ქმნის შესაძლებლობას, აიკრძალოს ტრანზაქციები რუსეთსა და მესამე ქვეყნებში დასანქცირებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ და გადაამუშავებენ. ამ ჩარჩოში ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც ძალაში ექვს თვეში შევა - ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და ამუშავებს ყულევში.

მეტიც, ევროკავშირმა ხუთი ნავთობთრეიდერი დაამატა იმ სუბიექტებს, რომლებსაც ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისრათ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე აკრძალვის გამო”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ