იოსებ სიგუას ადვოკატი - მოწმის, სოფო სიგუას მამის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია გამორიცხავს იოსებ სიგუასთვის წაყენებული ბრალდებების ნამდვილობას

მოწმის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია გამორიცხავს სოფიო სიგუას მიერ იოსებ სიგუასთვის წაყენებული ბრალდებების ნამდვილობას, - ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ადვოკატმა, თეონა გვაზავამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, სოფიო სიგუას მამის, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, საქართველოში ჩამოსვლა იოსებ სიგუას არ უკავშირდება.

მისივე თქმით, სოფიო სიგუა სასამართლოზე მამამისის მოწმის სახით დაკითხვის წინააღმდეგი იყო.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ზოგადად მათ შორის არსებობს ქონებრივი დავა, რასთან დაკავშირებითაც მან მიმართა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. რაც შეეხება საქართველოში ჩამოყვანას, ეს არ არის დაკავშირებული იოსებ სიგუასთან, მისი სურვილი იყო. როდესაც დღევანდელ პროცესზე ვიმყოფებოდით იმ ეტაპზე, რომ დაგვეკითხა მოწმეები, მისი დაკითხვის წინააღმდეგი იყო ქალბატონი სოფიო“, - განაცხადა თეონა გვაზავამ.

თეონა გვაზავას თქმით, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ძალადობის ფაქტს დაადასტურებს.

„სასამართლოში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს სიტყვიერი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი