მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ არავის ვესხმით თავს - მზად ვართ, ყველა სახელმწიფოსთან გვქონდეს ურთიერთნდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობა

საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ქართული სახელმწიფოს არსებობის წარმატებულ პერიოდებში ქვეყნის სიძლიერეს დიდწილად საკუთარი ეროვნული ინტერესების მკაფიო გააზრება და იმ ქვეყნებთან ურთიერთობების პრაგმატულად წარმართვა განსაზღვრავდა, რომლებთანაც საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირები ჰქონდა.

„ჩვენ არავის ვესხმით თავს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მზად ვართ, ყველა სახელმწიფოსთან გვქონდეს ურთიერთნდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა "იმედის" ეთერში.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მიდგომის თანამედროვე გაგრძელებაა დღევანდელი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, რომლის პრიორიტეტებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანასწორი თანამშრომლობა წარმოადგენს.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკურად რთულ გარემოში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც პოზიტიურად ფასდება. მისი განცხადებით, ქვეყნის განვითარების დინამიკა აჩვენებს, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციის თანამედროვე პირობებთან ადაპტირება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას და ამავდროულად ყველა პარტნიორთან თანამშრომლობისთვის ღია დარჩეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი