სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება, პარალელურად  მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ამავე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად მოხდება.

პარალელურად, განცხადებაში აღინიშნება, რომ ავარიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს ადგენენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ვერსიების ნაწილი დეზინფორმაციას წარმოადგენს.

"დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს.

ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - წერია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ