ლენინგრადის გუბერნატორი - Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

რუსეთის ლენინგრადის ოლქში Wildberries-ის საწყობზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრე დროზდენკოზე, დაყრდნობით ავრცელებს.

„დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ ვსევოლოჟსკის რაიონის სოფელ ნოვოსარატოვკაში Wildberries-ის საწყობში ხანძარი გამოიწვია. სამი ადამიანი დაშავდა“, - წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუბერნატორის განცხადებით, დრონებით თავდასხმებმა „სევერნაიას“ მეფრინველეობის ფერმაში საწყობის ჩამონგრევა გამოიწვია. არავინ დაშავებულა.

მისივე ინფორმაციით, თავდაცვის სისტემებმა ოლქში უკრაინის სულ მცირე 59 დრონი ჩამოაგდეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ