Metropol Lisi-მ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. პროექტი The Global Economics Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა და დაჯილდოვდა ნომინაციაში Excellence in Integrated Suburban Residential Community Development, როგორც საქართველოში გამორჩეული სუბურბანული საცხოვრებელი პროექტი.
The Global Economics Awards ყოველწლიური საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმატებულ კომპანიებსა და ინოვაციურ პროექტებს ავლენს. მისი მიზანი ბიზნესის განვითარების, ინოვაციების, მდგრადი მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების წარმოჩენაა. დაჯილდოებას ორგანიზებას უწევს გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ფინანსური გამოცემა The Global Economics Limited.
„Metropol Lisi ჩვენი პირველი სუბურბანული პროექტია და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მისი კონცეფცია, განვითარების ხედვა და ხარისხზე დაფუძნებული მიდგომა საერთაშორისო დონეზეც იმსახურებს აღიარებას. ეს ჯილდო ადასტურებს, რომ თანამედროვე, ინტეგრირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიმართულებით სწორი სტრატეგია შევარჩიეთ. სამომავლოდაც გავაგრძელებთ ისეთი პროექტების შემნას, რომლებიც საქართველოში ცხოვრების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს“, – აცხადებს Metropol-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და მმართველი პარტნიორი მამუკა იმედაშვილი.

Metropol Lisi-ს პროექტი ეფუძნება თანამედროვე სუბურბანული ცხოვრების მოდელს, სადაც საცხოვრებელი გარემო, ბუნება, ინფრასტრუქტურა და ყოველდღიური კომფორტი ერთიან ეკოსისტემად არის გააზრებული. ის ქმნის ახალ სტანდარტს ურბანული განვითარების მიმართულებით. პროექტის კონცეფცია მოიცავს მწვანე გარემოს, დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებას, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას, რეკრეაციულ სივრცეებსა და ყოველდღიური საჭიროებების მაქსიმალურად ახლოს ხელმისაწვდომობას.
სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალი უბანი აერთიანებს დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს და მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმილ ჭკვიან დასახლებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მაცხოვრებლების საჭიროებებს.
პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 მ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის, სადაც გათვალისწინებულია:

მიღებული აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს „მეტროპოლის“ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ბოლო წლებში Metropol-ის პროექტებმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც კომპანიის განვითარების სტრატეგიისა და ხარისხზე ორიენტირებული ხედვის კიდევ ერთი დასტურია. Global Economics Awards 2026-ის ჯილდო კი ხაზს უსვამს, რომ Metropol Lisi თანამედროვე სუბურბანული საცხოვრებელი გარემოს განვითარების მიმართულებით არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსაც აკმაყოფილებს.

„მეტროპოლის“ შესახებ:
„მეტროპოლი" არის პრემიუმ დეველოპერული კომპანია, რომელიც აყალიბებს ახალ სტანდარტს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც არქიტექტურული ინოვაცია და დახვეწილი დიზაინი ერთიანდება.
2022 წელს ბაზარზე გამოჩენის დღიდან, კომპანიის მიზანი მკაფიო იყო: შეექმნა პრემიუმ უძრავი ქონება, რომელიც დროს გაუძლებს და ქალაქის ურბანულ იერსახეს გააუმჯობესებს.
დეველოპერული კომპანია პარალელურ რეჟიმში ავითარებს სამ სრულიად განსხვავებულ მიმართულებას. ეს მოიცავს მასშტაბურ პროექტებს დედაქალაქში და ეკოლოგიურად სუფთა საგარეუბნო დასახლებებს.
კომპანიის ისტორია არის მიზანდასახულობის, ზუსტი გათვლებისა და უკომპრომისო ხარისხის შედეგი.
დაგვიკავშირდით: +995 571 88 99 99 | www.metropol.ge
გაყიდვების ოფისები: დ.გულიას 4 | ალ.ყაზბეგის 15
(R)