ადვოკატის განცხადებით, ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

მსგავს დანაშაულებზე რომც არ მოვითხოვო ექსპერტიზა, თავის დაზღვევის მიზნით თავად ბრალდების მხარე ნიშნავს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, ამიტომ ყველა შემთხვევაში ჩაუტარდება, - ამის შესახებ ვერაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის ადვოკატმა, ირაკლი აბსანძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ის ჯერ არ შეხვედრია მისი დაცვის ქვეშ მყოფს და არც კაპანაძის პოზიცია იცის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

“ნიკას ჯერ არ შევხვედრილვარ, არც მისი პოზიცია ვიცი და არც საქმის მასალებს ვიცნობ ჯერჯერობით.

დღის განმავლობაში, ალბათ, მოხდება ბრალის წარდგენა, შემდეგ იქ ვნახავ და გავესაუბრები.

არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიცი რამე. არც ეგ [ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ] არ ვიცი. მსგავს დანაშაულებზე რომც არ მოვითხოვო ექსპერტიზა, თავის დაზღვევის მიზნით თავად ბრალდების მხარე ნიშნავს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, ამიტომ ყველა შემთხვევაში ჩაუტარდება”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. "ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი