შსს-ს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების ახალი სერვისის ამოქმედების შესახებ პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

“ღონისძიებას მომსახურების სააგენტოს დირექტორი შალვა კბილაშვილი, დირექტორის მოადგილეები, რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტისა და სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას შალვა კბილაშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მომსახურების პროცესების უწყვეტი განვითარება და მოქალაქეებისთვის თანამედროვე, სწრაფი და კომფორტული სერვისების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

პრეზენტაციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნინო ეფხოშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ახალი ელექტრონული სერვისის ფუნქციონირების პრინციპი, პროცედურები და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო. მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის - SERVICE AGENCY ასევე, ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ