ტერაბანკი Nasdaq Calypso-ს საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს

ქვეყნის ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი - ტერაბანკი, ლიბერთი, ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი და თიბისი - ერთობლივად დანერგავენ საერთაშორისო პლატფორმას Nasdaq Calypso, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორის სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის“ (GMAP) ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ეგიდით.

Nasdaq Calypso-ს დანერგვა ბანკებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახაზინო პლატფორმა, რაც ფინანსური ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდას უზრუნველყოფს.

„Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვა ტერაბანკისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც გააძლიერებს ჩვენი სახაზინო ოპერაციების ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და შექმნის მყარ საფუძველს ახალი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგვცემს ეტაპობრივად შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს დერივატივებზე დაფუძნებული პროდუქტები და რისკების მართვის მეტად დახვეწილი გადაწყვეტილებები, რაც დღეს განვითარებული ფინანსური ბაზრების აუცილებელი კომპონენტია. ამავდროულად, საერთო სტანდარტზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ბაზრის ლიკვიდურობის ზრდასა და ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის უფრო ეფექტიან თანამშრომლობას.“ - განაცხადა სოფო ჯუღელმა, ტერაბანკის ფინანსურმა დირექტრომა.

(R)

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი