„არემჯიმ“ 2026 წლის სტიპენდიატები გამოავლინა

დაბა კაზრეთში, კომპანიის სათავო ოფისში, „არემჯის“ 2026 წლის სტიპენდიატების გამოვლენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

„არემჯის“ ცნობით, წელს სასტიპენდიო კონკურსზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტის განაცხადი იქნა მიღებული.

კომპანიის ინფორმაციით, გასაუბრების, აკადემიური მოსწრების დოკუმენტებისა და სამოტივაციო წერილების განხილვის შედეგად, სპეციალურმა კომისიამ 25 გამარჯვებული სტუდენტი გამოავლინა.

„წლის სტიპენდიატებს, სამახსოვრო სერტიფიკატები "არემჯის" გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ გადასცა. მან სტუდენტებს კომპანიის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტში მონაწილეობა მიულოცა და იმ შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა, რომელსაც „არემჯი“ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სთავაზობს ახალგაზრდებს. სტუდენტებმა მათთვის მოწყობილი ინდუსტრიული ტურის ფარგლებში კომპანიის საწარმოო ტერიტორია დაათვალიერეს და მისის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ. მოინახულეს ისტორიული მადნეულის კარიერი და გადაიარაღებული სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკა. სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა (სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტები) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. პროექტი საინჟინრო მიმართულების ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას, მათ დარგში მოზიდვასა და შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებას ითვალისწინებს. სასტიპენდიო პროგრამა „არემჯიმ“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2018 წელს დააწესა. მასში მონაწილეობას გასული წლიდან უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებიც იღებენ. 25 რჩეული სტუდენტი ერთი წლის განმავლობაში „არემჯისგან“ ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს. კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი 2022 წლიდან, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. მათ შორის არის ხარისხიანი განათლების მხარდაჭერა, გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი, რომლის ფარგლებშიც „არემჯი“ სასტიპენდიო კონკურსს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი