დავით მათიკაშვილი - ყულევის ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ აქვს - ვიმედოვნებთ, ტერმინალის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია იქნება და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, რომ სანქცია თავიდან იყოს არიდებული

ყულევის ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ გააჩნია - ვიმედოვნებთ, ტერმინალის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია იქნება და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ სანქცია თავიდან იყოს არიდებული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არაერთხელ დადასტურდა, რომ „ყულევის ტერმინალს უშუალოდ სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ ჰქონია“.

„ყულევის ტერმინალს კერძო კომპანია განაგებს. ამ კუთხით გარკვეული აქტიურობა აქამდეც იყო, თუმცა საბოლოოდ, სანქცირებულთა სიიდან ყულევის ტერმინალის ამოღება მოხდა. როგორც ტერმინალის ხელმძღვანელობა აცხადებს და ეს დადასტურდა კიდეც აქამდე არსებული ყველა მონიტორინგით, ამ ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ გააჩნია. ვიმედოვნებთ, რომ ტერმინალის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია იქნება და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ სანქცია თავიდან იყოს არიდებული. აქამდე არსებული ინფორმაციით, ყულევის ტერმინალს უშუალოდ სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ ჰქონია, რაც არაერთგზის დადასტურდა, მათ შორის შემოწმებით. ექვსი თვეა მითითებული და უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული საკითხებია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. სავარაუდოდ, ექვსთვიანი ვადა იმიტომ არის გათვალისწინებული, რომ ეს სანქციები იყოს თავიდან არიდებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ