უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულებს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულებს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალურ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ტერორისტული საქმიანობაში დახმარების მიზნით, მზად იყვნენ შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, მისი ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადეს და ტერორისტული საქმიანობაში დახმარების მიზნით, მზად იყვნენ შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოღებულია ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ