ლევან მაჭავარიანი - ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის მარტივია ზღვრის გავლება, რაზე შეიძლება ხუმრობა და რაზე - არა - სანაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ფეისბუქ“ პოსტის გამო არ წაბრძანებულა, წაბრძანდა შეურაცხმყოფელი პოსტების გამო

ბატონი სანაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ფეისბუქ“ პოსტის გამო არ წაბრძანებულა, იგი წაბრძანდა შეურაცხმყოფელი პოსტების გამო - მან არ გადაიხადა არც ერთი და არც მეორე ჯარიმა და როდესაც ასე უპასუხისმგებლოდ იქცევა ადამიანი, ნურავის გაუკვირდება, რომ შეიძლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოუწიოს გამგზავრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ძალიან მარტივია ზღვრის გავლება, რაზე შეიძლება ხუმრობა და რაზე - არა და „ამას არ სჭირდება არც რომელიმე უწყების კარნახი, ან სასამართლო პროცესი იმისთვის, რომ კარგად გაიგოს“.

„ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ძალიან მარტივი არის ზღვრის გავლება, რაზე შეიძლება ხუმრობა და რაზე - არა; რაზე შეიძლება საუბარი, კრიტიკა და როდის გადადის კრიტიკა პირად შეურაცხყოფაში და ღირსების შელახვაში. ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს არის ძალიან მარტივი და ამას არ სჭირდება არც რომელიმე უწყების კარნახი, ან სასამართლო პროცესი იმისთვის, რომ კარგად გაიგოს. ვინც არის არაჯანსაღი, კლავიატურით ილანძღება და ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია იმის იქით, თავის მოტყუების რეჟიმში არიან, რომ ეს ლანძღვა, თურმე, არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ეს ასე არ არის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ წამყვან ევროპულ ქვეყანაში. ყოვლად დაუშვებელია, როდესაც ადამიანს აყენებ შეურაცხყოფას, ეხები მის ღირსებას. თუ ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფი ამას დღემდე ვერ ათვითცნობიერებს, სწორედ მაგიტომ შეიქმნა ახალი სამმართველო და ამ ყველაფრის გათვითცნობიერებაში დაეხმარება ჯარიმით. თუ ისინი ჯარიმას არ გადაიხდიან და გამოავლენენ უპატივცემულობას, უპასუხისმგებლობას, კონკრეტული უწყებების, ინსტიტუტების მიმართ, შემდეგ იქნება კონკრეტულად სხვა სანქცია. მაგალითად, ბატონი სანაია, რომელიც 14 დღით წაბრძანდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თითქოს „ფეისბუქის“ პოსტის გამო. არ წაბრძანებულა. იგი წაბრძანდა შეურაცხმყოფელი პოსტების გამო. მან ეს ყველაფერი განმეორებით ჩაიდინა, არ გადაიხადა არც ერთი ჯარიმა, არც მეორე და შემდეგ, როდესაც ასე უპასუხისმგებლოდ იქცევა, ნურავის გაუკვირდება, რომ შეიძლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოუწიოს გამგზავრება,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი