„ლელო - ძლიერი საქართველო“ ადიგენში ჩამოწოლილ მეწყერზე - კიდევ ერთი რეგიონი, სადაც ხელისუფლება მოქალაქეებს სტიქიის პირისპირ ტოვებს - ადგილობრივები ერთი წელია უშედეგოდ ელოდებიან გეოლოგიურ დასკვნას, უსაფრთხოა თუ არა ამ ტერიტორიაზე ცხოვრება

კიდევ ერთი რეგიონი, სადაც ხელისუფლება მოქალაქეებს სტიქიის პირისპირ ტოვებს. ადგილობრივები უკვე ერთი წელია, უშედეგოდ ელოდებიან გეოლოგიურ დასკვნას, რომელმაც უნდა განსაზღვროს, უსაფრთხოა თუ არა ამ ტერიტორიაზე ცხოვრება, - ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელო” ადიგენში ჩამოწოლილ მეწყერს, რომელმაც ადგილობრივების სახლები და ავტომობილი დააზიანა.

როგორც “ძლიერი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეებს დაპირებების ნაცვლად დროული გადაწყვეტილებები და პრევენციული ღონისძიებები სჭირდებათ.

“კიდევ ერთი რეგიონი, სადაც ხელისუფლება მოქალაქეებს სტიქიის პირისპირ ტოვებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერმა საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები დააზიანა. მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივები უკვე ერთი წელია უშედეგოდ ელოდებიან გეოლოგიურ დასკვნას, რომელმაც უნდა განსაზღვროს, უსაფრთხოა თუ არა ამ ტერიტორიაზე ცხოვრება.

სახელმწიფოს ვალდებულებაა საფრთხის პრევენცია და ადამიანების უსაფრთხოების დაცვა და არა მხოლოდ მაშინ გამოჩენა, როცა უბედურება უკვე მომხდარია.

“ძლიერი საქართველო - ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და თანამებრძოლები დღეს სოფელ გომაროში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ადამიანებს სჭირდებათ არა დაპირებები, არამედ დროული გადაწყვეტილებები, პრევენციული ღონისძიებები და პასუხი კითხვაზე, უსაფრთხოა თუ არა საკუთარ სახლებში ცხოვრება!” - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ