საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-11 კორპუსის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-11 კორპუსის ტერიტორიაზე, დავით გურამიშვილის გამზირის №17-ში, სადაც განთავსებულია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი, სტუ-ის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ორი, განცალკევებით მდგომი ახალაშენებული ლაბორატორიის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პროექტის ფარგლებში 850 კვ/მ ფართობის ასფალტის საფარი დაიგო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და უზრუნველყო გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და თანამშრომლებისთვის.

სტუ-ის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ნუგზარ ბაღათურიას განცხადებით, სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სწორედ თბილისის მერიის, პირადად კახა კალაძის, მხარდაჭერით უნივერსიტეტს დაუბრუნდა წლების განმავლობაში წართმეული საცურაო აუზი, რაც ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია. ამასთანავე, მერია სისტემატურად ახორციელებს სტუდენტებზე ორიენტირებულ სხვადასხვა პროექტს, რაც ახალგაზრდების განვითარების, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას ემსახურება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ეს არ არის მხოლოდ გზის მოწყობა, ეს არის სახელმწიფოსა და თბილისის მერიის საგანმანათლებლო პოლიტიკის ნათელი გამოხატულება, რომელიც უმაღლესი განათლების, სამეცნიერო სივრცისა და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას რეალური საქმეებით უჭერს მხარს. მსგავსი პროექტები ქმნის თანამედროვე სასწავლო გარემოს და კიდევ უფრო ზრდის ჩვენი უნივერსიტეტის შესაძლებლობებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი მადლობას უხდის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, პირადად მერს, კახა კალაძეს და ნაძალადევის რაიონის გამგეობას, ნაძალადევის რაიონის გამგებელს, ირაკლი ანდღულაძეს, უნივერსიტეტის საჭიროებებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის,“ - აცხადებს ნუგზარ ბაღათურია.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება