ვიქტორ ყიფიანი - თუ არჩევნები არ დაემსგავსა არჩევნებს და არ იქნება სამართლიანი, მასში ჩართვა ყალბი არჩევნების გაფორმება იქნება, რაში მონაწილეობასაც ვერ მივიღებთ, რაც შეეხება ყულევის ქარხნის დასანქცირებას, ეს ბიზნესცივილიზაციისგან მოწყვეტას ნიშნავს

დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში, - ამის შესახებ პარტია “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი არჩევნები არ შეიცვლება და არ გახდება სამართლიანი, მასში მონაწილეობა მხოლოდ “ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება” იქნება, რაშიც ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

“დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში ვმონაწილეობთ. არჩევნები თუ არ დაემსგავსა არჩევნებს, თუ არ იქნება რეალურად სამართლიანი, კონკურენტული, თავისუფალი, სხვაგვარად არჩევნებში მონაწილეობა იქნება მხოლოდ ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება და ამ გაფორმებაში ხელის შეწყობა. ამაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ მიესალმება თავისუფალი არჩევნების იდეის გარშემო კონსოლიდაციას, ამ ნაწილში მხოლოდ მივესალმებოდი, მიუხედავად იმისა, ვინ არის ავტორი”, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მან ასევე ისაუბრა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს ცივილური ბიზნესსამყაროსგან მოწყვეტას ნიშნავს.

“ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილები ვართ აბსოლუტურად ბიზნესცივილიზაციას. ნიშნავს იმას, რომ რეპუტაციული რისკი და რეპუტაციული უსაფრთხოება ზიანდება დღიდან დღემდე და გუშინდელი გადაწყვეტილება ამის დასტურია”, - განაცხადა ყიფიანმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ