დონალდ ტრამპი - პუტინმა მითხრა, რომ იარაღს არ მიჰყიდის ირანს, მას ესმის, რომ მე იარაღს არ ვყიდი უკრაინას, არამედ ნატო-ს ქვეყნებს, როგორ ნაწილდება ეს იარაღი, წარმოდგენა არ მაქვს

უკრაინაზე იარაღს არ ვყიდი, ხოლო რუსეთი და ჩინეთი ირანზე არ ყიდიან იარაღს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ იარაღს არ მიყიდის ირანს და მას ესმის, რომ აშშ იარაღს არა უკრაინაზე, არამედ ნატო-ზე ყიდის.

“პრეზიდენტმა სიმ, ჩინეთში, პეკინში ჩვენს ცოტა ხნის წინანდელ შეხვედრაზე მითხრა, რომ ის არავითარ გარემოებებში არ მისცემს და არ მიყიდის იარაღს ირანის ისლამურ რესპუბლიკას - და ეს განცხადება ჩინურ კომპანიებსაც მოიცავდა. ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით, მის სიტყვას ვენდობი და, გარდა ამისა, მეც დიდ დახმარებას ვუწევ.

მსგავსად, პრეზიდენტმა პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად (ურთიერთობა ნარჩუნდება, როგორც პრეზიდენტ ზელენსკისთან), მითხრა, რომ ის იარაღს არ მიყიდის ირანს. მას ესმის, რომ მე იარაღს არ ვყიდი უკრაინაზე, არამედ ნატოს ქვეყნებზე. ისინი სრულ ფასს იხდიან და ეს იარაღი როგორ ნაწილდება წარმოდგენა არ მაქვს. შესაბამისად, ორი დიდი ქვეყანა, რომელსაც ხალხი ხშირად ირანის კონტექსტში ახსენებს, ჩემი აზრით, არ მონაწილეობენ. მონაწილეობას რომ იღებდნენ, ეს ძალიან ცუდი იქნება მათთვის - ნამდვილად არ იქნება მათ ინტერესებში”, - წერს ტრამპი.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ