ბაკურ კვაშილავა - ჩვენი ქმედებები კომუნიკაციის ფორმაა, რითაც „ოცნებას“ ვეუბნებით, რომ არ ვეთანხმებით მის პოლიტიკას და ველოდებით ცვლილებას - რაც შეეხება მოლაპარაკებების დაწყებას, გარკვეული ეტაპის შემდეგ, ნებისმიერი ოპოზიციური ძალა მზად უნდა იყოს

[ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანა] შეიძლება იყოს გაფრთხილება, მაგრამ გაფრთხილებას თუ მიყვებიან და შეასრულებენ, აღარ ექნებათ შემოსავალი, რითაც იმ ზონდერბრიგადებს აფინანსებენ, რომლებიც ნოდარ დუმბაძის ღირსებას იცავენ , - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოდან აფრიკის ქვეყნებში ნავთობის რეექსპორტი გაიზარდა და ცხადია, „ეს არ სჭირდება პაკისტანს, რეექსპორტი ჭირდება რუსეთს“.

„ყულევის ქარხნის პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ დაფიქსირდა ისეთი საეჭვო სავაჭრო ურთიერთობები, როგორიცაა ნავთობის მიწოდების 700% ზრდა კონკრეტულ აფრიკულ ქვეყნებთან. თეთრი ძაფით ნაკერია, რომ ეს არის რეექსპორტი და ეს არ სჭირდება პაკისტანს, რეექსპორტი ჭირდება რუსეთს. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, მაგრამ გაფრთხილებას თუ მიყვებიან და შეასრულებენ, აღარ ექნებათ შემოსავალი, რითაც იმ ზონდერბრიგადებს აფინანსებენ, რომლებიც ნოდარ დუმბაძის ღირსებას იცავენ”, - დასძინა მან.

ბაკურ კვაშილავა გადაცემაში პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს“ ინიციატივასაც გამოეხმაურა ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების შესახებ, რათა მომავალი არჩევნებისთვის დემოკრატიული გარემო მოიპოვონ.

კვაშილავას განცხადებით, ოპოზიციის ნებისმიერი ქმედება, მათ შორის პროტესტი, დაუმორჩილებლობა, პარლამენტში არ შესვლა და ა.შ. ეს არის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმა.

„რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების დაწყებას, მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ნებისმიერი ქმედება, ჩვენი პროტესტი, მათ შორის დაუმორჩილებლობა, პარლამენტში არ შესვლა და ა.შ. ესეც არის [ხელისუფლებასთან] კომუნიკაციის ფორმა. ეს არის კომუნიკაციის ფორმა, რომლითაც „ქართლ ოცნებას“ ეუბნები, რომ არ ეთანხმები მის პოლიტიკას და ელოდები მისგან ცვლილებას. განყენებულად ნუ ჩავთვლით იმას, რომ მოლაპარაკების ხსენება არის თვისობრივად განსხვავებული ყველა დანარჩენისგან. ბუნებრივია, გარკვეული ეტაპის შემდეგ, ნებისმიერი ოპოზიციური ძალა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ როდესაც ხელისუფლება დაინახავს, რომ იძულებულია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, მიიღოს მონაწილეობა და გადაიბაროს მისგან ხელისუფლება“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი