სალომე ზურაბიშვილი -  ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა - ელოდეთ, რომ ახალ შიდა და გარე მტრებს გამოძებნიან, ყველას, რუსეთის გარდა

საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა, ვნახავთ, ეს პრორუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს ამ ბრალდებებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" "ახალ შიდა და გარე მტრებს" გამოძებნის, ყველას, რუსეთის გარდა.

“საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა. მომავალში ვნახავთ ეს პრო-რუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს ამ ბრალდებებს. ელოდეთ, რომ ახალ შიდა და გარე მტრებს გამოძებნიან… ყველას, რუსეთის გარდა!” - წერს ზურაბიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა