გორში, პოლიციაა მობილიზებული პაბ-რესტორანთან, სადაც გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე პირი დაჭრეს

გორში, ცენტრალურ მოედანზე, ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან პოლიციაა მობილიზებული.

ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული რესტორნის შენობის პერიმეტრი.

ამ დროისთვის, დაზუსტებით უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა რესტორანში, თუმცა ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოხდა დაჭრის ფაქტი. "ქართლის ამბების" თანახმად, სავარაუდოდ, დაჭრილია რამდენიმე პირი. გავრცელებულ კადრებში ჩანს, სისხლის კვალიც. ადგილზე მყოფი "ქართლის ამბების" ჟურნალისტის თანახმად, დაჭრა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა.

ადგილზე პოლიცია კომენტარს არ აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი" დეტალებს შსს-ში არკვევს და ინფორმაციას დეტალების მიღებისთანავე განახლდება.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს